ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველოს ნათელი სიგნალი სჭირდება ნატოსგან

”ის, რაც ჩვენ გვჭირდება, არის ნათელი პოლიტიკური სიგნალი ნატოსგან, რომ ჩვენ ვართ [წევრობის] გზაზე,” იტყობინება ”როიტერი” პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრნობით. მან ეს განცხადება 29 ოქტომბერს ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

”აგვისტოს მოვლენები არ მოხდებოდა, თუ არა ეს ცალსახა გზავნილი ბუქარესტიდან,” – განაცხადა მან. იგი ნატოს ბუქარესტის სამიტს გულისხმობდა, სადაც მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ ოდესმე საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემაზე თავი შეიკავეს.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ”როიტერის” ცნობით, რომ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ როდის შეძლებს ნატო მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ”ინტენსიური დიალოგი” დაიწყო და დასძინა, რომ საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს წევრობამდე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button