skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში ორი ოპოზიციური ფრაქცია იქნება

ოპოზიციური საპარლამენტო ფარქცია ”ძლიერი საქართველო-ქრისტიან დემოკრატები”, რომელიც 12 წევრს აერთიანებდა, ორად გაიყო.

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა ცნობად მიიღეს ოპოზიციონერი დეპუტატის გია თორთლაძის წერილი ახალი ოპოზიციური ფარქციის ”ძლიერი საქართველოსთვის” შექმნის თაობაზე.

ფრაქციაში გაწევრიანდებიან გია ცაგარეიშვილი, პაატა დავითაია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომან მარსაგიშვილი და რომან კოპალიანი, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე გია თორთლაძე იქნება.

მეორე ოპოზიციური ფრაქცია ”ქრისტიან დემოკრატები” იქნება, რომელსაც გიორგი ახვლედიანი უხელმძღვანელებს და მისი წევრები გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი,  ლევან ვეფხვაძე, ნიკა ლალიაშვილი და რატი მაისურაძე იქნებიან.

ახალი ფრაქციის შექმნის ინიციატივის განხორციელება მას შემდეგ  გახდა შესაძლებელი, რაც პარლამეტმა მიიღო  საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო პარლამენტართა მინიმალური ზღვარის ექვსი დეპუტატით განისაზღვრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button