ახალი ამბები

მედიის ცნობით, გურგენიძე გადადგომას აპირებს

პრემიერ-მინისტრის აპარატში არ ადასტურებენ ინფორმაციას ლადო გურგენიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების თაობაზე.

დღეს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გააკეთებას დღეს გეგმავდა.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის შესაძლო შემცვლელების თაობაზე. დასახელებულ კანდიდატთა შორის არიან თბილისი მერი გიგი უგულავა, ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური, გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი ალასანია და ასევე  თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ მგალობლიშვილი.

 

Back to top button