
ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი დონორთა კონფერენციას უმასპინძლებენ
ევროკომისია და მსოფლიო ბანკი 22 ოქტომებრს ბრიუსელში მინისტრების დონეზე დაგეგმილ დონორთა კონფერენციას უმასპინძლებენ. კონფერენციის მიზანია თანხების მოზიდვა აგვისტოს შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის.
საჭიროებათა შემფასებელმა მისიამ, რომელმაც მსოფლიო ბანკი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ საქართველოს 2.38 მილიარდი ევრო დასჭირდება მომდევნო სამი წლის მანძილზე ბიუჯეტის, სოციალური სექტორის მხარდასაჭერად და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, განაცხადა მსოფლიო ბანკმა 16 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.
კონფერენციას, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან ევროკომისარი საგარეო ურთიერთობებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიგეო კაცუ, ძირითადი მოხსენებებით გამოვლენ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი. 2009 წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთი გახდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)