skip to content
ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე მიესალმება რუსული ძალების გაყვანას

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა, რომ ის მიესალმება რუსული ძალების გაყვანას სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიიდან.

”მივესალმები რუსული ძალების გაყვანას შერეული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ყოფილი ზონის სამხრეთის საზღვრებიდან, სარკოზი-მედვედევის შეთანხმებებით განსაზვრული 10 ოქტომბრის ვადის სრული დაცვით,” – განაცხადა სტუბმა. ”თუმცა, ეუთოს დამკვირვებლები იტყობინებიან, რომ რუსული ძალები არ გასულან ახალგორის რაიონიდან”.

მან ასევე განაცხადა, რომ ეუთოს 28 დამკვირვებელი კვლავ განაგრძოს რეგიონში ვითარების გაკონტროლებას.

”ვიმედოვნებ, რომ ეუთოს თავდაპირველი რვა დამკვირვებელი კვლავ შეძლებს სამხრეთ ოსეთში შესვლას და მივესალმები რუსეთის მხარდაჭერას ამ საკითხში,” – განაცხადა სტუბმა.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეუთო მჭიდროდ ითანამშრომლებს გაეროსთან და ევროკავშირთან, რათა დაეხმაროს ომგამოვლილ რეგიონებში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებას. 

”ჟენევის მოლაპარაკებების დაწყება [15 ოქტომბერს] იქნება უაღრესად საჭირო შესაძლებლობა, რაც გრძელვადიან მშვიდობას ჩაუყრის საფუძველს,” – განაცხადა მან, ”ჩვენ პრიორიტეტად განვიხილავთ ისე საკითხებს, როგორიცაა ინციდენტების თავიდან აცილება და დევნილთა დაბრუნება”. 

This post is also available in: English Русский

Back to top button