ახალი ამბები

სააკაშვილი: არავინ არ უნდა ჩაერიოს სასამართლო სისტემაში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ”დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის” ქვაკუთხედი უნდა იყოს.

უზენაესი საბჭოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია აღმოფხვრილია სასამართლო სისტემაში, ”საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ხშირად მოსამართლემ წინასწარ იცის თავისი გადაწყვეტილება, წინასწარ მომზადებული აქვს თავისი აზრი ან ნაკარნახევი აქვს, რაც მალე უნდა დასრულდეს”.

მან ასევე განუცხადა კუბლაშვილს, რომ ერთადერთი რისთვისაც ის ჩაერთვება სასამართლოს საქმიანობაში, არის იმის უზრუნველყოფა, რომ ””არავინ ჩაერიოს სასამართლო სისტემაში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button