skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კონფლიქტის გამოძიებას ემხრობიან

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს ბრიუსელში 15 სექტემბერს გამართულ შეხვედრის შედეგად მიღებულ საბოლოო დასკვნაში, რომ ”ისინი მხარს უჭერენ საქართველოში მომხდარი კონფლიქტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების იდეას”.

ეს იდეა პირველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 6 სექტემბერს საფრანგეთის ქალაქ ავინიონში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე იქნა განხილული.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button