skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის გარეთ განთავსდებიან – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის დამკვირვებლები თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის გარეთ განთავსდებიან და არა მის შიგნით.

”ისინი განთავსდებიან სამხრეთ ოსეთის გარშემო, რათა აღკვეთონ თბილისის მიერ ძალის განმეორებითი გამოყენება,” – იტყობინება ”ინტერფაქსი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით 9 სექტემბერს.

მან ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, ეუთო, რომელსაც სამხრეთ ოსეთის შიგნით ჰყავდა დამკვირვებლები კონფლიქტის დაწყებამდე, განაგრძობს მონიტორინგის მისიას იმ მანდატის ფარგლებში, რომელსაც ისინი მანამდე ახორციელებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეუთოს დამკვირვებლები შეძლებენ ცხინვალში დაბრუნებას და სიტუაციის გაკონტროლებას ცხინვალის გარშემო 15 კმ რადიუსში არსებულ ტერიტორიებზე.

იგივე ეხება გაეროს დამკვირვებლებსაც აფხაზეთში, განაცხადა ლავროვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button