
ახალი ამბები
აშშ-ის საბრძოლო გემი ფოთში შევიდა
ფოტო: USS Mount Whitney-ის ვებგვერდი. |
აშშ-ის მე-6 ფლოტის ფლაგმანმა, USS Mount Whitney (LCC 20), დღეს ფოთის პორტში ჰუმანიტარულ დახმარება შეიტანა. გემი ფოთის პორტის რეიდზე დგას.
ფოთის შესასვლელში რუსეთი კვლავაც ინარჩუნებს ორ ბლოკპოსტს.
USS Mount Whitney-მა 17 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთი შემოიტანა, აშშ-ს საელჩოს განცხადების თანახმად.
რუსეთი არ უპასუხებს შავ ზღვაში ნატოს გემების გააქტიურებას სამხედრო მეთოდების გამოყენებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრე ნესტერენკომ 5 სექტემბერს. თუმცა ”ინტერფაქსი” მის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინება, რომ მოსკოვი ამ საკითხს გაეროში წამოწევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)