ახალი ამბები

რუსეთი იმედოვნებს საქართველოს “ღირსეული ხელისუფლება” ეყოლება

მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი არ შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს და აღნიშნა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს საქართველოში ”ღირსეული” ხელისუფლების მოსვლას.

”ეჭვს არ იწვევს, რომ სააკაშვილის რეჟიმი არანაირად არ შეესაბამება იმ მაღალ სტანდარტებს, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობაშია მიღებული,”- აცხადებს რუსეთის დიპლომატიური უწყება, ”რუსეთი, რომელიც გულწრფელი მეგობრობისა და სიმპათიის გრძნობითაა განწყობილი ქართველი ხალხის მიმართ, დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ის მოიპოვებს ღირსეულ ხელისუფლებას”.

”რუსეთი მზად იქნება ყველანაირად შეუწყოს ამას ხელი,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

განცხადებაში, რომელშიც რუსეთის საგარეო უწყება ცდილობს გაამართლოს პრეზიდენტ მედვედევის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, ასევე ნათქვამია, რომ ”სააკაშვილმა თავად დაუსვა ჯვარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”.

”შეუძლებელია სააკაშვილს არ ჰქონოდა გათავისებული, რა შედეგები მოჰყვებოდა სამხრეთ ოსური და აფხაზური პრობლემების ძალისმიერ გადაწყვეტას,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button