skip to content
ახალი ამბები

შსს-ს რუსების მიერ გამოყენებულ რაკეტებზე საუბრობს

როგორც ჩანს, ესაა აუფეთქებელი ჭურვი, რომელიც სამხედრო პოლიციის მანქანას დაეცა ფოთში. ფოტო: ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ბათუმელები.

რუსულმა ბომბდამშენებმა გამოიყენეს საშუალო სიშორის რაკეტა ”ისკანდერი” არასამხედრო ობიექტების დასაბომბად, რაც ”სამხედრო დანაშაულია,” განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

მან დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ჩამოგდებული ”ისკანდერის” – ნატოს კლასიფიკაციით SS-26 რაკეტების ამსახველი ფოტო-მასალა.

მისი თქმით, ასეთი ერთი რაკეტა ჩამოაგდეს რუსებმა ქალაქ ფოთში პორტთან ახლოს, მეორე ჩამოვარდა ბაქო-სუფსის მილსადენთან რამოდენიმე მეტრში, ხოლო მესამე გამოყენებული იქნა ქალაქ გორის წინააღმდეგ და ამ შემთხვევებს ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

”სამივე შემთხვევაში გამოყენებული იქნა რაკეტა ”ისკანდერი”, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ახალ რაკეტას, რომელიც რუსებს გააჩნიათ არსენალში,”- განაცხადა უტიაშვილმა, ”ამ ტიპის რაკეტის გამოყენება სამოქალაქო მიზნების წინააღმდეგ არის სრულიად დაუშვებელი და აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button