ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე: რუსეთის როგორც შუამავლის დღეები ამოიწურა

რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს შუამავლის როლი ითამაშოს, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა 9 აგვისტოს.

იგი ორშაბათს თბილისსა და მოსკოვში ჩამოვა და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან გამართავს მოლაპარაკებებს.

”ამ მომენტში რუსეთი არის კონფლიქტის მხარე, არა შუამავალი, და ეს უნდა აისახოს როდესაც დაიწყება მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე,” – იტყობინება ”როიტერი” სტუბის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, სწრაფი მოგვარების ვარაუდი დაბალია. ”ერთიდან ათამდე შკალაზე, ჩვენი შეფასებაა 2,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ამჟამინდელი კონფლიქტი არის ომი. ”ეს არის ომი, ეს უეჭველია. და არ არსებობს რაიმე მიზეზი, რომ ამას სხვა სახელი დავარქვათ”.

მსგავსი/Related

Back to top button