ახალი ამბები

ყურაშვილი: ცხინვალის რეგიონში ’კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა’ მიმდინარეობს

”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი მთელს რეგიონში,” განცხადა მამუკა ყურაშვილმა, ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა, 7 აგვისტოს გვიან ღამით.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცხინვალის რეგიონში შეტაკებები განახლდა.

ქართული მხარის ცნობით იბომბება ცხინვალის გარშემო არსებული ყველა ქართული პოზიცია, მათ შორის სოფელი თამარაშენი, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს.

ოსური მხარე კი იტყობინება, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის შტურმი დაიწყეს.

რუსი სამშვიდობოების ცნობით ორივე მხარე იყენებს მძიმე შეიარაღებას, ხოლო ცხინვალი იბომბება ”გრადის” ტიპის დანადგარებიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button