skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის რკინიგზის შეკეთება ივლისის ბოლოს დასრულდება

რუსეთის სარკინიგზო ძალების დანაყოფები თვითგამოცხადებული აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირე-სოხუმის მონაკვეთის შეკეთებას ივლისის ბოლოსთვის დაასრულებენ, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ 24 ივლისს.

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ შეკეთებული რკინიგზის ”ოფიციალური ჩაბარების ცერიმონია” 29 ან 30 ივლისს გაიმართება.

რუსეთის სარკინიგზო ძალებმა, რომლებიც რეგიონში მაისის ბოლოდან იმყოფებიან, რკინიგზის 54-კილომეტრიანი მონაკვეთი შეაკეთეს.

ქართულმა მხარემ კატეგორიულად დაგმო აფხაზეთში რუსეთის სარკინიგზო ძალების დანაყოფების განთავსების ფაქტი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან, როგორც ამას თბილისი ამტკიცებდა.  თბილისის თქმით, რუსეთი აფხაზეთის ინფრასტრუქტურას შესაძლო სამხედრო აგრესიისთვის ამზადებს.   

მსგავსი/Related

Back to top button