
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას განიხილავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21 ივლისს გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხი განიხილება.
რუსეთმა 10 ივლისს აღიარა, რომ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ამით თავიდან აიცილა ძალისმიერი გზით ცხინვალის რეგიონში სიტუაციის განვითარება ”გააგრილა რა თბილისში ცხელი თავები”.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ეს იყო ”სამხედრო აგრესიის აქტი” და ის შეეცდება მიაღწიოს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რუსეთის ქმედების დაგმობას საჰაერო სივრცის დარღვევის გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 ივლისს განაცხადა, რომ მზად არის გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხდეს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის განხილვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)