ახალი ამბები

კრასნოდარის გუბერნატორი გამორიცხავს კავშირს სოჭის და აფხაზეთის აფეთქებებს შორის

კრასნოდარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა გამორიცხა რაიმე კავშირი აფხაზეთსა და სოჭში ბოლო დროს მომხდარ აფეთქებებს შორის.

კითხვაზე არის თუ არა რაიმე კავშირი, ტკაჩოვმა 2 ივლისს უპასუხა ჟურნალისტებს: ”კატეგორიულად არა”.

2 ივლისს სოჭში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დროს 14 წლის ბიჭი და მისი ბებია დაიღუპნენ. ხოლო გაგრასა და სოხუმში, 29 და 30 ივნისს მომხდარი ოთხი აფეთქების დროს 12 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სოჭში მომხდარი აფეთქების მთავარ მიზეზად გამომძიებლები გაზის გაჟონვას ასახელებენ. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება სხვა შესაძლო მიზეზებიც.  

 

Back to top button