ახალი ამბები

ვიცე-სპიკერი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს აკრიტიკებს

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი  ”არაკომპეტენტურობის” გამო გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა საკანონმდებლო ცვლილება დაასახელა 100-მდე სამუშაო ადგილის შემცირების მიზეზად.

ამაღლობელის თქმით, პარლამენტის მიერ მარტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ეროვნულ ბანკს მოეხსნა  საბანკო სისტემის ზედამხედველობის ფუნქცია, რამაც ”ბუნებრივია, გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება”.

თუმცა, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკისთვის ზოგიერთი ფუნქციების მოხსნის პარალელურად, შეიქმნა ცალკე ორგანო, რომელიც საბანკო სისტემას ზედამხედველობას გაუწევს და ამდენად, საკანონმდებლო ცვლილება ვერანაირად ვერ იქნება სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი. 

Back to top button