ახალი ამბები

ლავროვი უარყოფს აფხაზეთის დაყოფის გეგმის არსებობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო, რომ თბილისთან მიდის მოლაპარაკებები აფხაზეთის ქართულ და რუსულ გავლენის სფეროებად დაყოფის თაობაზე, როგორც ამის შესახებ რუსული გაზეთი ”კომერსანტი” წერს 27 ივნისს.

”ეს სიცრუეა. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს,” – იტყობინება ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ამჟამად მთავარი პრიორიტეტია რეგიონში არსებული დაძაბულობის დეესკალაცია, ასევე ზემო კოდორის ხეობასთან დაკავშირებული დაძაბულობის განმუხტვა და ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა.

”ჩვენ ვასრულებთ ყველა იმ შეთანხმებას, რომელიც მიღწეულია, მათ შორის იმ შეთანხმებებს, რომლებიც პრეზიდენტების დონეზე იქნა მიღწეული [6 ივნისს სანკტ-პეტერბურგში],” – იტყობინებიან ”ინტერფაქსი” და ”რია ნოვოსტი” ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, ”თუმცა, სავსებით ნათელია, რომ ქართული მხარე ცდილობს ეს აბსოლუტურად მარტივი მიდგომა შეუსრულებადი მოთხოვნებით და პირობებით დატვირთოს.”

”კომერსანტის” ინფორმაცია ასევე უარყვეს ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button