ახალი ამბები

რაისი საქართველოში ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოში 9 ივლისს ჩამოვა. 

აღნიშნული ვიზიტი შეთანხმდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და კონდოლიზა რაისს შორის 25 ივნისს ბერლინში გამართული ხანმოკლე შეხვედრის დროს, სადაც მხარეებმა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს და კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიური გზები განიხილეს.

Back to top button