skip to content
ახალი ამბები

სოხუმი ”ჩაშლილ ტერორისტულ აქტზე” განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს

ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე, რომელსაც ამჟამად რუსული სარკინიგზო ძალები არემონტებენ, რელსის ქვეშ იქნა აღმოჩენილი, სავარაუდოდ, 90-იანი წლების დასაწყისში იქნა ჩადებული, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ განაცხადა 14 ივნისს, ნაღმის აღმოჩენის შემდეგ, რომ ”დივერსიულ-ტერორისტული აქტის მცდელობა” იქნა განხორციელებული რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ძალების სამხედროების წინააღმდეგ. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსი” იტყობინება დრობიშევსკის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ”დაახლოებით 10-30 დღით ადრე იქნა ჩადებული”.

თუმცა, 16 ივნისს ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ ”სპეციალისტის დასკვის თანახმად” ნაღმი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს იქნა ჩადებული. იმ ტერიტორიაზე, სადაც ნაღმი აღმოაჩინეს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშის მახლობლად, ქართულ და აფხაზურ ძალებს შორის 90-იანი წლების დასაწყისში ინტენსური ბრძოლები მიმდინარეობდა.

 

Back to top button