skip to content
ახალი ამბები

თბილისში ოქრუაშვილის ბიძა სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები იძიებენ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბიძის ზურაბ გიგუაშვილი ცემის ფაქტს.

ოქრუაშვილის პარტიის მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ გიგუაშვილი 10 ივნისს ოთხმა ნიღბიანმა სახლიდან გამოსვლისას დააკავა და თბილისის გარეუბანში წაიყვანა, სადაც ის სასტიკად სცემეს და იქვე დატოვეს. მრავალჯერადი დაზიანებებით გიგუაშვილი მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხვა დაზიანებებთან ერთად ნეკნი აქვს გატეხილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმელებმა მისი ლეპტოპი და მობილური ტელეფონი წაიღეს. პარტიის აქტივისტების თქმით, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა.

”იქიდან გამომდინარე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა საჯარო განცხადება, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, ამ დროისათვის რა ეტაპზეა ეს საქმე,” – განუცხადა შსს-ს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა Civil.Ge-ს 11 ივნისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button