ახალი ამბები

ევროპარლამენტის თქმით, რუსული სამშვიდობო მისია უნდა შეიცვალოს

ევროპარლამენტმა 5 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე რუსული სამშვიდობო მისია უნდა შეიცვალოს და მოუწოდა ევროკავშირს იქ თავისი სასაზღვრო მისია გააგზავნოს.

რეზოლუცია, რომელსაც 581 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 50-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 17-მა თავი შეიკავა, ”მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყონებლივ გაიყვანოს დამატებითი ძალები აფხაზეთიდან” და ”მიიჩნევს, რომ არსებული სამშვიდობო ფორმატი უნდა გადაიხედოს, რადგანაც რუსულმა ძალებმა დაკარგეს თავისი, როგორც ნეიტრალური და მიუკერძოებელი სამშვიდობოების, როლი”.

ამიტომ, ის ”მოუწოდებს საბჭოს დაეხმაროს კონფლიქტის ზონაში მისი საერთაშორისო წვლილის გაზრდას რეგიონში სასაზღვრო მისიის გაგზავნის გზით”.   

რეზოლუციაში ევროპარლამენტმა ასევე გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთი ოფიციალურ ურთიერთობებს დაამყარებს სამხეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისულ ხელისუფლებებთან. მან მოუწოდა რუსეთს შეცვალოს ეს გადაწყვეტილება.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკომისიას ”მტკიცედ დააყენოს” აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხები 26-27 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე.

ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკომისიას დააჩქაროს მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის თაობაზე, რათა უახლოეს მომავალში მიაღწიოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე შეთანხმებას, რაც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ნაკლები უპირატესობები, ვიდრე სეპარატისტული რეგიონების იმ მოქალაქეებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ. 

 

მსგავსი/Related

Back to top button