ახალი ამბები

საარჩევნო კომისიამ კიდევ სამი უბნის შედეგები გააბათილა

 

სიღნაღში, მთაწმინდაზე და ამბროლაურში სამი უბნის შედეგები გაბათილდა, რამაც ჯამში ასეთი უბნების რაოდენობა 18-მდე გაზარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ზურაბ კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, გაუქმდა სიღნაღის მე-13, მთაწმინდის მე-5 უბნების შედეგები და ასევე ამბროლაურის ოლქის მე-7 უბნის შედეგების მხოლოდ მაჟორიტარული ნაწილი.  

სამი უბნის გაბათილება არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, 5%-იანი ბარიერი ოთხმა სუბიექტმა გადალახა: ნაციონალურმა მოძრაობამ (59.29%), გაერთიანებულმა ოპოზიციამ  (17.62%), ქრისტიან-დემოკრატებმა (8.58%) და ლეიბორისტულმა პარტიამ (7.48%). ეს ცესკოს უკანასკნელი მონაცემია, რომელიც 3582 უბნის დათვლის შედეგებს ეყრდნობა.

Back to top button