
”რეზონანსის” ცნობით, მის ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
გაზეთ ”რეზონანსის” ცნობით, მის ჟურნალისტს ელისო ჩაფიძეს სიღნაღის საარჩევნო უბანზე რამდენიმე ადამიანმა ”ფიზიკური შეურაცხყოფა” მიაყენა.
”რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ელისო ჩაფიძე სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც ინფორმაციას აგროვებდა და ფოტოებს იღებდა. ”რამოდენიმე კაცი მიუახლოვდა მას და უთხრა, რომ შეეყწვიტა ფოტოების გადაღება,” – განაცხადა ტუღუშმა, ”მათ ფოტოკამერა გაუტეხეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას”.
ტუღუშმა ასევე განაცხადა, რომ თავდამსხმელთა ვინაობა ცნობილია და იმედი გამოთქვა, რომ სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ ინციდენტს. ტუღუშმა ასევე განაცხადა, რომ ჩაფიძე, რომელიც ”რეზონანსის” გამოცემა ”მთელი კვირის” რედაქტორია, ამჟამად თავს კარგად გრძნობს და თავისი მოვალეობების შესრულებას განაგრძობს.