ახალი ამბები

რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა რუსმა კოლეგამ დიმიტრი მედვედევმა 12 მაისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს შესახებ იმსჯელეს.


”პრეზიდენტმა ბუშმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში არსებული ვითარების თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები იმუშავებენ დაძაბულობოს შესამცირებლად,” – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა პერინომ 12 მაისს გამართულ ბრიფინგზე.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენჯერმე მოუწოდა რუსეთს ”გადახედოს თავის ზოგიერთ პროვოკაციულ ნაბიჯს” საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონთან, აფხაზეთთან მიმართებაში. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 1 მაისს განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აფხაზეთში დამატებითი რუსული სამშვიდობო ძალების შეყვანის საჭიროებას.



 

Back to top button