ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია

ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ბლოკი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით იღებს მონაწილეობას სახელწოდებით ”გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭო – ახალი მემარჯვენეები”.


ბლოკი შემდეგ პარტიებს აერთიანებს:


ახალი მემარჯვენეების პარტია – ლიდერი დეპუტატი დავით გამყრელიძე
კონსერვატიული პარტია – ლიდერები დეპუტატები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა
საქართველოს გზა – ლიდერი სალომე ზურაბიშვილი
თავისუფლება – ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია
ჩვენ თვითონ – ლიდერი პაატა დავითაია
ხალხის პარტია – ლიდერი კობა დავითაშვილი
მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია
ქართული დასი – ლიდერი ჯონდი ბაღათურია
ეროვნული ფორუმი – ლიდერი კახა შარტავა
ბლოკში ასევე შედის ოთხი დამოუკიდებელი წევრი, მათ შორის ბლოკის ლიდერი, დეპუტატი ლევან გაჩეჩილაძე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, დეპუტატი გია თორთლაძე და დეპუტატი გია ცაგარეიშვილი.


ისტორია


ოპოზიციური კოალიცია – ერთიანი ეროვნული საბჭო – 2007 წლის ოქტომბერში შეიქმნა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ. თავდაპირველად, კოალიცია ათ ოპოზიციურ პარტიას აერთიანებდა. ახალი მემარჯვენეები კოალიციის წევრები არ ყოფილან. მაშინ კოალიციაში შედიოდნენ რესპუბლიკური და ლეიბორისტული პარტიები.


თუმცა, 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლეიბორისტულმა პარტიამ დატოვა კოალიცია და კოალიციაში ცხრა პარტია დარჩა, რომლებიც გაჩეჩილაძეს უჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე.


რესპუბლიკელებმა კოალიცია თებერვლის ბოლოს დატოვეს იმ მოტივით, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობით ისინი უფრო მეტ ხმებს მოიპოვებდნენ ოპოზიციური ფრონტისთვის.


მარტის საპროტესტო, მათ შორის შიმშილობის აქციების დროს ახალმა მემარჯვენეებმა გაააქტიურეს თანამშრომლობა ოპოზიციურ კოალიციასთან, რასაც საბოლოოდ მათი ერთ ბლოკად ფორმირება მოჰყვა. 

Back to top button