skip to content
ახალი ამბები

ტერი დევისი საქართველოს და რუსეთს უთანხმოების მოგვარებისკენ მოუწოდებს

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის აფხაზეთთან დაკავშირებით არსებული დაძაბულობა იმ წერტილს აღწევს, როდესაც არსებობს რისკი, რომ სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება, განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა.


”ორივე მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სიტუაციის შემდგომი გაუარესება ნეგატიური შედეგებით ადგილობრივი მოსახლეობისა და სტაბილურობისთვის რეგიონში,” – განაცხადა ტერი დევისმა 30 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში, ”საქართველო და რუსეთის ფედერაცია ასევე პასუხისმგებელნი არიან იმ ვითარების აღდგენაზე, რომელიც ხელსაყრელია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მშვიდობიანი პოლიტიკური მოგვარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გუშინ საღამოს და მისი გზავნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადგილობრივი მოსახლეობისადმი საკმაოდ იმედისმომცემია ამ კუთხით”.


ტერი დევისმა ასევე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ მისი სამშვიდობო ძალების ყოფნა დადებით გავლენას იქონიებს მშვიდობასა და სტაბილურობაზე რეგიონში.


”ასევე შევახსენებ ორივე ქვეყანას, რომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრები, ისინი ვალდებულნი არიან უთანხმოებები მშვიდობიანი გზით მოაგვარონ,” – დასძინა მან.      


 

Back to top button