ახალი ამბები

ტერი დევისი შეშფოთებულია რუსეთის პირდაპირი ურთიერთობებით სოხუმთან

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტერი დევისმა განაცხადა, რომ იგი ძალიან შეაშფოთა რუსეთის გადაწყვეტილებამ ”პირდაპირი კავშირი დაამყაროს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, რათა მიაღწიოს აფხაზეთის ციხეებში მყოფი რუსეთის მოქალაქეების ექსტრადიციას”.


”საქართველომ და რუსეთის ფედერაციამ მოახდინეს ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ითვალისწინებს გასასამართლებული პირების ექსტრადიციას, მაგრამ ეს კონვენცია არ ითვალისწინებს ისეთ ქმედებას, რომელიც განხორციელდება ხელისუფლების რომელიმე სხვა დონეზე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე. რამდენადაც მე ვიცი, საქართველოს ხელისუფლების თანხმობა არც მოუთხოვიათ. ასეთ ვითარებაში, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ტერი დევისმა 23 აპრილს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button