ახალი ამბები

სააკაშვილმა პუტინთან სატელეფონო საუბარში რუსეთის აგრესიული ნაბიჯები გააპროტესტა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება რუსეთის ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებასთან ერთად დაამყაროს ოფიციალური ურთიერთობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არის აგრესია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.


მან განაცხადა, რომ 21 აპრილს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან.  ”მე კატეგორიულად მოვთხოვე რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს  დაუყოვნებლივ გაუქმება ამ უკანონო იურიდიული აქტის, რომელიც რუსეთმა მიიღო, დაუყოვნებლივ შეწყვეტა აგრესიული თავდასხმებისა საქართველოზე,”- განაცხადა სააკაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ”ეს არ იყო ადვილი საუბარი”.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ  ზუსტი გამოსახულების ვიდეო -კადრები”, რომელიც აღბეჭდა ჩამოგდებამდე მზვერავმა თვითმფრინავმა, ნათლად აჩვენებს რომ ”აფხაზეთში, სოფელ განმუხურის თავზე რუსეთის ფედერაციის კუთვნილმა MIG 29 ტიპის თვითფრინავმა, მოიერიშე თვითმფრინავმა, რომელიც აფრინდა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან, სადაც ის უკანონოდ ბაზირდებოდა, განახორციელა საჰაერო შეტევა საქართველოს პოლიციის კუთვნილ უპილოტო, შეუიარაღებელ თვითმფრინავზე და განახორციელა რამდენიმე სარაკეტო დარტყმა”.


”ეს არის არამეგობრული აქტი,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”აგრესიული ქმედება მიმართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი საზღვრების ხელშეუხებლობის, საქართველოს ხალხის უსაფრთხოების წინააღმდეგ”.


მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება მოახდინოს ურთიერთობების ლეგალიზება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან, ეს არის ”საქართველოს ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის დე ფაქტო ანექსიის დაკანონება”.


სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯების მიუხედავად, ”ჩვენ ყველაფერ ამას ვუპასუხოთ შემდგომი სამშვიდობო ნაბიჯებით”.


”საქართველოს აქვს სამშვიდობო გეგმა, უპრეცედენტო სამშვიდობო გეგმა, რომელიც ასევე უპრეცედენტოდ მხარდაჭერილია ერთხმად და მოწონებულია ევროკავშირის, წამყვანი ევროპული სახელმწიფოების, ნატოს და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,”- განაცხადა მან, ”ჩვენ არც ერთ გოჯას ჩვენი მიწის და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, არასდროს არ დავთმობთ”.


პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს არეულობა არ აწყობს და ქვეყნის შიგნით კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.


”ჩვენ არაფერში არ გვჭირდება პრობლემები, ჩვენ არაფერში არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უზურუნველყოფილი იყოს სიმშვიდე და საქართველოს შემდგომი განვითარება, მაგრამ როგორც არასდროს ამ ყველა გამოწვევის ფონზე ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა, სიწყნარე და კონსოლიდირებულად გავაგრძელოთ ჩვენი ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში, საქართველოს საერთაშორისო  პოზიციების გაძლიერება და ეს ყველა პროვოკაცია არის პასუხი ჩვენი პოზიციების გაძლიერებაზე,”- აღნიშნა მან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button