
ახალი ამბები
საია: შვიდ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჩამოერთვას
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის შვიდი კანდიდატი ამომრჩეველთა მოსყიდვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჩამოერთვათ.
საის განცხადებით შვიდივე კანდიდატმა დაარღვია საარჩევნო კოდექსი ამომრჩეველთათვის სხვადასხვა საჩუქრების გადაცემის გზით. ზოგიერთ შემთხვევაში საჩუქრები სკოლის მოსწავლეებსაც გადაეცათ. ამ კანდიდატებს შორის არიან: არჩილ გეგენავა, მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში; ლაშა ჟვანია – ჩუღურეთის ოლქი; რუსუდან კერვალიშვილი – სამგორის ოლქი; გიორგი გოგუაძე – ისნის ოლქი; გიორგი ასანიძე – გლდანის ოლქი; პეტრე ცისკარიშვილი – ახმეტის ოლქი და თემურ ჩარკვიანი – ბათუმის ოლქი.