
ახალი ამბები
წლიურმა ინფლაციამ 12.3%-ს მიაღწია
მარტის ბოლოსთვის წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 აპრილს.
ეროვნულმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 11-დან 12%-მდე გაზარდა. ნოემბრიდან მოყოლებული ძირითადი საპროცენტო განაკვეთი ხუთი პროცენტით გაიზარდა.
მარტში ინფლაცია 3.5%-ით გაიზარდა. წლიურმა ინფლაციამ იანვარში 10.7%, ხოლო თებერვალში 10.9% შეადგინა.