ახალი ამბები

ნატო შეშფოთებულია რუსეთის ქმედებით სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 16 აპრილს “ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა “რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით დაამყაროს სამართლებრივი კავშირები საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან“.


“ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ბუქარესტის სამიტზე კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის ნაბიჯი კი საფრთხეს უქმნის [საქართველოს] სუვერენიტეტს. მე მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციას გადახედოს მის ქმედებებს და ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს თავშეკავების გამოჩენა,“ – ნათქვამია სხეფერის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების 16 აპრილის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვის მოტივით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ”არ ნიშნავს, რომ რუსეთი არჩევანს საქართველოსთან კონფრონტაციის სასარგებლოდ აკეთებს”.

Back to top button