
ახალი ამბები
უშიშროების საბჭოს სხდომა არ ჩატარდება
დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა აღარ გაიმართება, განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსამსახურის უფროსმა ვანო ნონიაშვილმა.
რამდენიმე საათით ადრე კანცელარიიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც, სავარაუდო განსახილველ საკითხებს შორის იყო რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.
”დღეს არც ჩატარებულა უშიშროების საბჭოს სხდომა და არც იგეგმება,” – განუცხადა Civil.ge-ს ვანო ნონიაშვილმა.