ახალი ამბები

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ოპოზიციას და სააკაშვილს უტევს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი სააკაშვილი – ეს ხაზი   21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ მისი პარტიის კამპანიის მთავარი ნაწილი გახდა.


14 აპრილს პოლიტიკურ თოქშოუ Primetime-ში სააკაშვილის შესახებ საუბრისას ნათელაშვილმა განაცხადა: ”ლიდერები, რომლებიც ბედავენ ესაუბრონ თავის ხალხს ისე, როგორც ეს 7 ნოემბერს მოხდა, მილოშევიჩის და ჩაუშესკუს მსგავსად ამთავრებენ”.  


”მე მინდა მოვიდე ხელისუფლებაში, რათა დავუბრუნო საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რომელიც სააკაშვილმა მიყიდა [ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს] ტერი დევისს, [აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მეთიუ] ბრაიზას და სხვა ბიუროკრატებს,” – განაცხადა ნათელაშვილმა.


ნათელაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი აშშ-ს ადმინისტრაციის ”მარიონეტია”.  ”ის [სააკაშვილი] პუდელივით ეჯდა [აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ] ბუშს ფეხებთან [ვაშინგტონში შეხვედრაზე],” – დასძინა ნათელაშვილმა.


ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას ნათელაშვილმა განაცხადა: ”ეს ის ხალხია, ვინც გუშინ შევარდნაძის პარტიის, ან სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ; ეს ის ხალხია, ვინც სოროსმა დააფინანსა; ისინი უცხოელი კოლონიზატორების მონები არიან, რომელთაც მთელი ქვეყანა დაიმონეს”.

Back to top button