
ახალი ამბები
საქართველომ პირველი ევროობლიგაციები გამოუშვა
საქართველომ გასულ კვირას 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები განათავსა, იტყობინება Galt&Taggart Securities.
ხუთწლიანი ვადის მქონე ევროობლიგაციების გამოშვება ორი ბანკის – JP Morgan და UBS – ორგანიზებით განხორციელდა.
ფინანსთა სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრის აპარატმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.