ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატებმა 17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარები დაასახელეს

ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს 17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.


ახლახანს დაფუძნებული ეს ოპოზიციური პარტია 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს.

ჯერ-ჯერობით პარტიის ლიდერს გიორგი თარგამაძეს არ აქვს გადაწყვეტილი იყრის თუ არა ის სადმე კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად. მაჟორიტარების დასახელების ვადა 21 აპრილს იწურება.


ქრისტიან-დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატები არიან:


ლევან ღვინჟილია – მთაწმინდა;
გიორგი ახვლედიანი – ქუთაისი;
იზა ხეცაძე – ბორჯომში;
ზაურ ციხელაშვილი – დმანისი;
ლაშა ბერაია – ფოთი;
მამუკა მახათაძე – ზესტაფონი;
თემურ თოლორაია – ზუგდიდი;
მაგდა კოტრიკაძე – ჩოხატაური;
გოგიტა მელიქიძე – რუსთავი;
გუგუა მარსაგიშვილი – ყაზბეგი;
გიორგი დათუაშვილი- ბაღდათი;
ბადრი ლაზიაშვილი- თეთრიწყარო;
გიორგი გოგოლაძე – ხაშური;
გია ხაზიური – გურჯაანი;
თემურ გვალია – ჭიათურა;
გიორგი ფხოველიშვილი – სიღნაღი;
დავით ლორთქიფანიძე – ვანი.

მსგავსი/Related

Back to top button