skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს 350 წარმომადგენელი დააკვირდება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გაუწევს მონიტორინგს 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებს.


ამის შესახებ მისიის ხელმძღვანელმა ბორის ფრლაიცმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეუთოს დამკვირვებელთა გრძელვადიანი მისია მისი ხელმძღვანელობით თბილისში 9 აპრილს ჩამოვიდა.


”მისია ითანამშრომლებს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარესთან… საფუძვლიანად გაუწევს მეთვალყურეობას საარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, თავად არჩევნებს… ჩვენი მეთვალყურეობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი იქნება აგრეთვე მედიის მხრიდან პროცესების გაშუქება,” – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა,
”ჩვენ აბსოლუტურად არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგები – თუ როგორ დამთავრდება, მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად”.


ბორის ფრლაიცის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს გამოაქვეყნებს.


 

Back to top button