
ახალი ამბები
ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქარველოში ჩამოვიდა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში სადამკვირვებლო მისია მოავლინა.
მისიას ხელმძღვანელობს ბორის ფრლაიცი, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 10 აპრილს იგი უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, ხოლო პრესასთან მისი შეხვედრა დღეს მოგვიანებით იგეგმება.
ბორის ფრლაიცი ეუთოს სადამკვირვებლო მისიას შარშან მაისში სომხეთის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ხელმძღვანელობდა.