ახალი ამბები

მთავარი გამოცდა არის წინ – მიმართავს სააკაშვილი ოფიცრებს

პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს საჩხერეში სამთო მომზადების ცენტრში ისრაელის ინსტრუქტორების მიერ გაწრთვნილი 54 ოფიცრის გამოშვების ცერემონიას დაესწრო.


”თქვენ ხართ ელიტის ელიტა, საუკეთესოები საუკეთესოებს შორის, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც საქართველოს დააყენებს ფეხზე, თქვენ ხართ ის ხალხი, ვისი სახელებიც, დარწმუნებული ვარ, დარჩება ისტორიაში ჩვენი საბოლოო წარმატების შემდეგ. თქვენი მთავარი გამოცდა არის წინ,”- მიმართა სააკაშვილმა ქართველ ოფიცრებს, ”საქართველოს ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება და წარმატებით დასრულდება. თქვენ ხართ დემოკრატიული ქვეყნის ჯარისკაცები, ემსახურებით არა რომელიმე დიქტატორს ან რომელიმე უბრალოდ სახელმწიფო მოღვაწეს, არამედ ემსახურებით თქვენ ოჯახებს, თქვენ ხალხს”.

Back to top button