skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში მოსკოვში კარასინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დღეს მოსკოვში აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ არსებული სიტუაცია. ”ასევე შეეხნენ საქართველოს ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებულ წუხილებს, რომლებიც ბაღაფშის მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში და რუსეთის პრეზიდენტის საპასუხო გზავნილში აისახა,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.


ბაღაფშის ვიზიტს მოსკოვში წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის წერილობითი მიმართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებისადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი გააღრმავებს თანამშრომლობას ორ თვითგამოცხადებულ რეგიონთან.    


 


 

მსგავსი/Related

Back to top button