ახალი ამბები

მმართველმა პარტიამ ბათუმის მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა

ნინო ბურჯანაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ და ნაციონალური მოძრაობის სიის პირველმა ნომერმა, დღეს ბათუმში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატად ბიზნესმენი თემურ ჩარკვიანი წარადგინა.

თემურ ჩარკვიანი სამშენებლო კომპანია ”თბილისის” დირექტორია. მისი  მთავარი კონკურენტი ბათუმში რესპუბლიკური პარტიიდან დეპუტატი დავით ბერძენიშვილი იქნება.

პარტიებმა მაჟორიტარი კანდიდატები და საარჩევნო სიები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის 21 აპრილამდე უნდა წარადგინონ.


 


 



 

Back to top button