ახალი ამბები

სხეფერი: საქართველოს MAP-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 6 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე მიერთების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.


თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ 2-4 აპრილს ბუქარესტში დაგეგმილ სამიტამდე მსჯელობა ამ საკითხზე კვლავაც გაგრძელდება. მან გაიმეორა, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა.


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სხეფერმა განაცხადა: ”გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. შედგა განხილვა. თქვენ იცით პრინციპები; ნატოს კარი ღიაა და იმას, თუ ვინ შევა ამ კარში, გადაწყვეტენ ნატოს მოკავშირეები, მხოლოდ ისინი და არა სხვა რომელიმე ქვეყანა. მოკავშირეებმა ცალსახად აღიარეს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებები იმ ფონზე, რომ ორივე ქვეყანა ნატოსთან ინტენსიურ დიალოგს ახორციელებს და ეს მკაფიოდ გაცხადდა ამ დილას”.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button