ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ვენაში გაემგზავრა, სადაც 21-22 თებერვალს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

სესიაზე იგეგმება მოხსენება საქართველოში 5 იანვარს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ბურჯანაძე ამ თემაზე სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელს, კრისტიან სტროჰალს შეხვდება.

ODIHR-ს საბოლოო მოხსენებას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში გამოაქვეყნებს.

საპარლამენტო დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი და დეპუტატი ირინა ქურდაძე.

Back to top button