
ახალი ამბები
სააკაშვილი მოსკოვში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დსთ-ს სახელმწიფოების ლიდერთა არაფორმალურ სამიტზე დასასწრებად მოსკოვში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც დღეს საღამოს შედგება.
დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურების არაფორმალური სამიტი 22 თებერვალს გაიმართება.