ახალი ამბები

ნინოწმინდასა და ახალქალაქში გაზიფიცირება უახლოეს პერიოდში დაიწყება-ხეთაგური

ნინოწმინდასა და ახალქალაქის რაიონების გაზიფიცირება ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, რაშიც, დაახლოებით, 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, განაცხადა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.


”ეს აამაღლებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას [რაიონებში] და ეს  სიღარიბის დაძლევის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია”, – განაცხადა ხეთაგურმა მთავრობის დღევადელი სხდომის დასრულების შემდეგ.


მისი ინფორმაციით, ერთ კვირაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანია ”სატახა”-თან გაფორმდება ხელშეკრულება და დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები. ბუნებრივ აირს ნინოწმინდასა და ახალქალაქში დაახლოებით 19 ათასი მაცხოვრებელი მიიღებს.



 

Back to top button