ახალი ამბები

ბურჯანაძე ნატოში ხუთი ქვეყნის ელჩს შეხვდა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ნატოში გერმანიის, იტალიის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.


”საუბარი შეეხო ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, MAP-ზე გადასვლის პერსპექტივებს, ოპოზიციასთან დიალოგის და საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად გამართვის საჭიროებას,”- განუცხადა Civil.ge-ს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ნაკაშიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.


მისი თქმით, ნატოს სამიტის წინ, რომელიც აპრილში ბუქარესტში გაიმართებმა, ელჩებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ნატოში მისწრაფების მხარდაჭერას.


”შესაძლოა ბუქარესტის სამიტზე არ მოხდეს MAP-ის მხარდაჭერა, თუმცა ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის,”- აღნიშნა ნაკაშიძემ. 


ელჩების დელეგაცია მოგვიანებით შეხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. იგეგმება ასევე შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან.

Back to top button