We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

პატარკაციშვილის გარდაცვალებას ბრიტანეთის საელჩო ადასტურებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების თაობაზე.


”ჩვენ ვადასტურებთ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტს; ეს ახლა სურეის  პოლიციის საქმეა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ,”- განუცხადეს Civil.ge-ს ბრიტანეთის საელჩოში.


სურეი არის დასახლებული პუნქტი ლონდონთან ახლოს, სადაც პატარკაციშვილის ვილაა განთავსებული.


 





 

Back to top button