გვარამია: შეთქმულებაზე უფრო შოკის მომგვრელი ინფორმაციები გამოქვეყნდება
გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაცილებით შოკის მომგვრელი ინფორმაციები გამოქვეყნდება ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მცდელობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სამართალდამცავები შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას 25 დეკემბერს დაკითხავენ იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც მასსა და ბიზნესმენ და პრეზიდენტობის კანდიდატ ბადრი პატარკაციშვილს შორის შედგა ლონდონში. პროკურატურის თანახმად, კოდუა ფარულად მოქმედებდა, რათა კავშირები დაემყარებინა პატარკაციშვილის გუნდთან.
”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში კოდუამ განაცხადა, რომ მას პატარკაციშვილმა 100 მლნ აშშ დოლარი შესთავაზა შეთქმულებაში მონაწილეობის სანაცვლოდ.
”ჩვენი მონაცემებით, კიდევ უფრო შოკის მომგვრელი რაღაცეები შეიძლება გავიგოთ. ჩვენ ვსწავლობთ იმ შეხვედრის დეტალებს, რომელიც შედგა ლონდონში,”- განაცხადა გვარამიამ 24 დეკემბრის საღამოს პოლიტიკურ თოქ-შოუ Primetime-ში, ”რუსთავი 2”-ზე, ”საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაციები გვექნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)