ახალი ამბები

სამთავრობო ჯგუფი წინასაარჩევნო დარღვევებზე რეაგირებს

იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარაში ორ საჯარო მოხელეს შეუჩერდა სამსახურეობრივი უფლებამოსილება იმის გამო, რომ ისინი ფსიქოლოგიურ ტიპის ზეწოლას ახდენდნენ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის აქტივისტებზე.


ტყეშელაშვილი ხელმძღვანელობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის ახლად შექმნილ სამთავრობო ჯგუფს. მისი თქმით, ჯგუფი ამოწმებს დარღვევებს, რომელზეც  წინასაარჩევნო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა გადამოწმების შედეგად მათი ნაწილი არ დასტურდება.  


”ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა, თუკი რამ მსგავსი ინფორმაცია [დარღვევებზე] მათ მოეპოვებათ, ჩვენ მზად ვართ ეს ინფორმაცია მივიღოთ და ძალიან სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა, ” რეაქციაც, როგორც ნახეთ, ძალიან მყისიერი იქნება, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება” 

Back to top button