ლევან გაჩეჩილაძე GWS-ს აქციების გაყიდვას აპირებს
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის აპირებს გაყიდოს აქციები საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში (GWS), რათა დააფინანსოს თავისი საარჩევნო კამპანია.
”იმისათვის, რომ დავფარო ყველაზე აუცილებელი ფინანსური ხარჯები, მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება გავყიდო აქციები GWS-ში,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ 6 დეკემბერს, ”არ ვმალავ, რომ ბადრი პატარკაციშვილთანაც მაქვს მოლაპარაკება დაფინანსების თაობაზე; ვნახოთ”.
გაჩეჩილაძემ არ დააკონკრეტა მთელი აქციების გაყიდვას აპირებს, თუ მხოლოდ ნაწილის. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩეჩილაძე კომპანიის აქციების 49%-ის მფლობელია. დანარჩენ აქციებს მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Pernod Ricard-ი ფლობს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)